მედია: კანონი არასრუწლოვნების წინააღმდეგ – მშობლებისთვის ციხე, შვილებისთვის გამოსასწორებელი სასჯელი

აქციებზე დგომის გამო “ქართული ოცნება” სკოლის მოსწავლეებსაც დასჯის. არასრულწლოვანი, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებს დაჯარიმდება, ან ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას სასჯელის სახით გასწევს. ერთწლიან უწყვეტ პროტესტში არაერთი მშობელი საკუთარ შვილებთან ერთად გამოდიოდა. ახლა მშობლებს ციხეში გაუშვებენ, შვილებს კი დააჯარიმებენ ან ერთი წლის განმავლობაში გამასწორებელ სამუშაოს შეასრულებენ.

ჯენზი თაობა ქართული საპროტესტო აქციების სათავეში არაერთხელ აღმოჩნდა. ასე იყო რუსული კანონის დროს, არ დაიშალნენ, არც მაშინ, როდესაც სპეცრაზმი სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა. აქციებზე კითხულობდნენ წიგნებს და მეცადინეობდნენ გამოცდებისთვის. ახლა ეს თაობა ოცნების განსაკუთრებული სამიზნეა.

დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წელით დაამტკიცა კანონი, რომელიც აქციის მონაწილეებს ნიღბის ტარებისთვის 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციელის მოწოდების დაუმორჩილებლობა კი 60 დღით ან ერთი წლით პატიმრობას გულისხმობს. კანონდარღვევის ყველა მორიგ შემთხვევაში პატიმრობის ვადა 2 წლამდე იზრდება.

ორ დღეში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს, წესით მიხეილ ყაველაშვილიც ხელს დაჩქარებულად მოასწრებს და მომდევნო კვირიდან, ამ ახალი კანონით ეცდება ივანიშვილის პარტია საპროტესტო მუხტის ჩახშობას.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები