მედია: კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას ერთსქესიანი წყვილების დალოცვის უფლება მიეცა

კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას ჰომოსექსუალური წყვილების დალოცვის უფლება მიეცა. გადაწყვეტილება ს რწმენის და მორალის სიწმინდის უწყებამ მიიღო, რომელსაც ამის ნებართვა რომის პაპმა ფრანცისკემ მისცა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ამასთანავე, როგორც კარდინალმა ვიქტორ ფერნანდესმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონებას არ ნიშნავს, ეს არის ადამიანების დალოცვა, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. რაც შეეხება ქორწინებას, ის მხოლოდ კაცს და ქალს შორის შეიძლება იყოს. ეკლესიის დოქტრინის მიხედვით, სექსი დაშვებულია მხოლოდ ქორწინებაში კაცს და ქალს შორის და ეს არ შეცვლილა. ეკლესიაში ჯვრისწერა მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ წყვილებს შეუძლიათ. შესაბამისად, სასულიერო პირებმა, რომლებიც ერთსქესიან წყვილებს დალოცავენ, უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ეს არ გამოიყურებოდეს, როგორც ქორწინება.

ჰომოსექსუალური წყვილების დალოცვის დროს ისინი ბეჭდებს არ ცვლიან, ასევე აკრძალულია ეკლესიაში საქორწინო ტანსაცმელში მისვლა.

ახალი გადაწყვეტილებით, კათოლიკური ეკლესიის ფუნდამენტური დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ უცვლელი რჩება – ერთსქესიანი სქესობრივი კავშირები „თავისი შინაარსით არასწორია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა