მედია – ისრაელმა ირანში ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ინფორაციას ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ირანული მედია იუწყება, რომ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან აფეთქებების ხმები ისმოდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილით ავიაკომპანიებმა Emirates-მა და FlyDubai-მა დასავლეთ ირანის თავზე ავიარეისების მარშრუტების გადამისამართება დაიწყეს.
ირანული მედიის ცნობით, ქალაქებში : ისპაჰანში, შირაზსა და თეირანში ფრენები შეჩერებულია.
შეგახსენებთ, ს მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა