მედია – ს ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის

ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები The Times of Israel და CNN ავრცელებენ.
The Times of Israel აღნიშნავს, რომ საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ს სამხრეთში მდებარე ბეერ-შევა, დიმონა და ნევათიმ ქალაქებში ირანის მიერ დრონების მეშვეობით განხორციელებული თავდასხმის ფონზე.
ასევე აღნიშნულია, რომ საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმში.
სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის ასევე დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში.
ისრაელის ეროვნული სამედიცინო სამსახური “მაგენ დავიდ ადომი” აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩართულ სირენებს დაშავებულების შესახებ ცნობები მათ ამ მომენტისთვის არ მისვლიათ.
CNN იერუსალიმში მყოფ საკუთარ გუნდზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქში სირენების ხმა ისმის, ხოლო ისრაელის საჰაერო თავდაცვა ირანის მიერ გაშვებული დრონების ჩამოგდებას ცდილობს.
„რამდენიმე, რამდენიმე აფეთქება მესმის, რაც ხმით ჩამოგდებას ჰგავს. მოხვედრის ხმა არ მესმის… 20-დან 30-მდე ჩამოგდების თვითმხილველები გავხდით,” – ამბობს CNN-ის ჟურნალისტი ნიკ რობერტსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია