მედია – ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს და ისრაელთან კავშირში ეჭვმიტანილი 700 ადამიანი დააკავეს

ირანში ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, – ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამი ადამიანი ასევე დამნაშავედ ცნეს ქვეყანაში მკვლელობების განსახორციელებლად აღჭურვილობის უკანონოდ შეტანის მცდელობისთვის.
ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში 700 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც 12-დღიანი კონფლიქტის დროს ისრაელთან კავშირში ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ნატო-ს კი უკრაინაში არაფერი ესაქმება – ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“