მედია: ირანელი სამხედრო მეთაურის თქმით, ისრაელზე კიდევ ერთი საჰაერო იერიშის მიტანა სურთ

ირანული მედიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურმა ამირ-ალი ჰაჯიზადემ გამოხატა სურვილი ისრაელზე კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმის შესახებ.
“13 აპრილს True Promise ოპერაციისას ჩვენ ს მიმართულებით 300 რაკეტა გავუშვით. ჩვენ გამოვხატავთ სურვილს, განვახორციელოთ ოპერაცია True Promise 2, რომლისთვისაც არ ვიცი, რამდენ რაკეტას გამოვიყენებთ”. – თქვა ჰაჯიზადემ 1-ელ ივლისს.
მედიის ინფორმაციით, IRGC-ის მეთაურმა დაადასტურა, რომ ირანი იარაღს ჰეზბოლას ლიბანში, ჰამასს ღაზაში და რეგიონში კიდევ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს აწვდის და ხაზი გაუსვა IRGC-ის ორ წინა თავდასხმას, 2019 წლის ამერიკული სამხედრო დრონის Global Hawk-ის ჩამოგდებასა და 2020 წელს დასავლეთ ერაყის საჰაერო ბაზების დაბომბვას, როგორც “შემაკავებელ ფაქტორს ამ მხარეში ისრაელისა და -ს წინააღმდეგ”.
„როგორც ჩვენი მოკავშირეების მიერ პალესტინაში, ლიბანსა და სხვა რეგიონებში გამოყენებული იარაღი მოწმობს, ცალსახად აშკარაა, რომ მათ ირანი უზრუნველყოფს არსებითი მხარდაჭერითა და საზრდოთი. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და ურყევად გავაგრძელებთ ამას მომავალშიც“, – თქვა IRGC-ის მეთაურმა.
რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის Tass-ის ინფორმაციით, ჰაჯიზადემ ასევე თქვა, რომ ირანისთვის ისრაელზე თავდასხმისთვის ჯერ პირობები “მომწიფებული” არაა.
“მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალა, ხელები შეკრული გვაქვს, რადგან ჯერ არ არის მომწიფებული პირობები [ირანისთვის], რომ პირდაპირი ზომები მიიღოს [ებრაული სახელმწიფოს] წინააღმდეგ“. – თქვა ჰაჯიზადემ.
14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში, რომელსაც თეირანმა ოპერაცია True Promise შეარქვა. იერიშისას ირანმა ისრაელის წინაარმდეგ 350 დრონი და რაკეტა გამოიყენა. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.
ირანმა თავდასხმის მიზეზად 1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილი დარტყმას დაასახელა, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად ემსხვერპლა. ამ შემთხვევის გამო, ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ასევე დაგაინტერესებთ