მედია: თბილისში კორპუსიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა ერთი ოჯახის სამი წევრი – გამოძიება სუიციდის ვერსიაზე მუშაობს

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე, 3 ოქტომბრის ღამეს ერთი ოჯახის სამი წევრი იპოვეს გარდაცვლილი – დედა, მამა და შვილი. გამოძიება სუიციდის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა არც სხვა მოტივებს არ გამორიცხავს. გარდაცვალების მიზეზად მაღალი სართულიდან ვარდნა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, მათ შორის არც იმას არ აკონკრეტებს, გარდაცვლილებს შორის არის თუ არა არასრულწლოვანი.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გარდაცვლილი ოჯახის ბავშვი 12 წლამდე მოზარდი იყო და გარდაცვლილები, სავარაუდოდ, უცხოეთის მოქალაქეები არიან.

წყარო