მედია: თბილისიდან ორი რუსი ანტიპუტინისტი აქტივისტი გაიტაცეს

თბილისში გაუჩინარებულ ორ რუს აქტივისტს ეძებენ – განცხადებას მისი მეგობრები და მოძრაობა “უკრაინელთა ერთობა ისტორიული მიწებიდან“ ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ნოემბერს, გაუჩინარდნენ თბილისში მცხოვრები ვოლოდიმირ დუბოვსკი და მისი შეყვარებული, ალინა საველიევა.

“გუშინ საღამოს თბილისში უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მანქანით წაიყვანეს ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებელი ვოლოდიმირ დუბოვსკი და მისი შეყვარებული ალინა საველიევა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დუბოვსკი და საველიევა მოძრაობის “მწვანე სოლი – ჩემი სამშობლო“ ლიდერები არიან.

ცნობილია, რომ დუბოვსკი ვლადივოსტოკში ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო და მან 2021 წელს დატოვა. 2024 წლის დეკემბერში ს ხელისუფლებამ დუბოვსკი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა.

წყარო