მედია: ს თქმით, საუბარია სამი წლის წინ მომხდარ კრიმინალურ ფაქტზე, როცა ჯაკო ჩარკვიანი გაიტაცეს და თითები დაამტვრიეს

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ თბილისის ცენტრში, ხილიანზე, სუპერ-მარკეტ “სპარში” მომხდარი შესაძლოა, დადგმული სპეცოპერაციის ნაწილი იყო და წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

პუბლიცისტ ს თქმით, საუბარია სამი წლის წინ მომხდარ კრიმინალურ ფაქტზე, როცა ჯაკო ჩარკვიანი გაიტაცეს და თითები დაამტვრიეს.

ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია – ამბობს დაკავებულის მამიდა. თაკო ჩარკვიანის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, “პროვოკაცია” ახალგაზრდების წინააღმდეგ  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულმა მანჩო გიორგობიანმა დაგეგმა, თუ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გამოიყენეს.

ძალადობას გამართლება არასდროს აქვს. ეს თემა ჩემთან არასდროს განიხილება. 

გამართლდა ჩემი სიტყვები, ეს იყო აბსოლუტურად დაგეგმილი პროვოკაცია – ქეიფიდან ნასვამი ბიჭების შეტყუება. მე არ შემიძლია ხელი დავადო, [მანჩო გიორგიბიანმა პროვოკაცია თავად დაგეგმა თუ გამოიყენეს] ამას გამოძიება დაადგენს, ეს ქალი ამ თავისი ფსიქიკით გამოყენებული იქნა თუ მისი ინიციატივა იყო. იქ ისეთი ორი გარემოება გამოვლინდა მინიმუმ ორი, რომ ეს მიდის იმ ძველ ისტორიასთან.

იჭზე, რომელიც ნაწამები, სისხლის გუნეში ეგდო სიუჟეტი თქვენს ეთერშიც გავიდა – რამდენიმე თვეში ჯანო გაიტაცეს, ჯაჭვით ჰყავდათ მიბმული, აწამეს – ჩაქუჩით ჩაუმტვრიეს მამუკას შვილს ათივე თითი. ეს ძალიან გახმაურებული ბანდა იყო და მთელმა ქალაქმა იცის, რომელსაც, როგორც ამბობენ, სახელისუფლებო ოლიგარქატი მფარვებოდბდა”- დასძინა დაკავებული ჯაკო ჩარკვიანის მამიდამ. 

სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი პოლიციას გუშინ ჩაბარდა.

2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.

-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია