მედია: ზელენსკი, სავარაუდოდ, შმიგალის გადაყენებას აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი , სავარაუდოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის გადაყენებას გეგმავს, ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„პრეზიდენტი შმიგალისგან დაიღალა. ეს ჩანს თათბირებზე მის მიმართ დამოკიდებულებიდან. ის პრაქტიკულად აღარ უსმენს“, – აცნობა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ზელენსკი შმიგალისგან კრეატიულ წინადადებებსა და გადაწყვეტილებებს ელოდება, მაგრამ შმიგალი, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა, მაინც არ იცვლება.

„უკრაინსკაია პრავდას“ სხვა წყაროს ცნობით, შმიგალის გადაყენება ბოლო ორ თვეში ორჯერ განიხილებოდა. მის სავარაუდოდ შემცვლელებად უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო და უკრაინის თემთა და ტერიტორიის განვითარების ყოფილი მინისტრი ალექსეი ჩერბი განიხილებიან.

ასევე დაგაინტერესებთ