მედია – ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას

ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის, – ამის შესახებ გამოცემა Axios ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ტრამპსა და ზელენსკის შორის 6 ნოემბრის სატელეფონო საუბრის დეტალებს იცნობენ.
წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ სა და -ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ზელენსკიმ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა დეტალებში არ შესულა.
წყაროების ინფორმაციით, ზელენსკიმ ჩათვალა, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა და ტრამპის გამარჯვებაზე აღელვება არ გაუზრდია. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპთან საუბარმა „ზელენსკი სასოწარკვეთის გრძნობით არ დატოვა“.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკიმ პოზიტიურ ნიშნად ჩათვალა თავად ის ფაქტიც, რომ ს არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მათი სატელეფონო საუბარი ასე მალე შედგა.
წყაროების ასევე აღნიშნავენ, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაცია ახლა გზებს ეძებს, რომ ს რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდოს 20 იანვრამდე, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია შედგება. ამავდროულად, წყაროების ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის, ისევე როგორც მათ გუნდებს შორის, პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის.