მედია – შესაძლოა, პარიზში დონალდ ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა, პარიზში -ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და -ის არჩეული პრეზიდენტი, ხვალ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან.
„უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. შესაძლებელია სხვა შეხვედრებიც, კერძოდ, არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, რომელიც ასევე, ღონისძიებას დაესწრება“, – განუცხადა „ფრანს-პრესს“ უკრაინულმა წყარომ.
ცნობისთვის, ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს სექტემბერში, ნიუ-იორკში შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს