“მისი მხრიდან ეს არის პოპულისტური, ნიანგის ცრემლების ღვრა”- ასე აფასებს პოლიტოლოი გია ხუხაშვილი “ოცნების” ლიდერის მიერ ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსა და “სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის” შექმნას.
მისი თქმით, მაღალ ფასებთან დაკავშირებული “სპეცოპერაცია” არაცივილიზირებული ფორმებით მიმდინარეობს.
ექსპერტის შეფასებით, პირველ რიგში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მაღალ ფასებზე, გამომდინარე იქიდან რომ, მის მიერ არის ხელშეწყობილი მონოპოლიების, ოლიგოპოლიების, კარტერული გარიგებების არსებობა.
აბსოლუტურად გაუგაბერია, რა კავშირი აქვს სუს-ს ფასებთან. ფაქტობრივად, ძალისმიერი გზებით ცდილობენ, ეს საკითხი მოაგვარონ, მაშინ როდესაც ჩვენი კანონმდებლობა არ ცნობს ფასწარმოქმნის შეზღუდვას. პირველ რიგში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მაღალ ფასებზე გამომდინარე იქიდან რომ მის მიერ არის ხელშეწყობილი მონოპოლიების, ოლიგოპოლიების, კარტერული გარიგებების არსებობა ქვეყანაში.
ვინ არიან ქვეყანაში ეს მონოპოლიები და კარტელები ხომ არ იცით? – ესენი არიან ის კომპანიები, რომლებიც ხელისუფლების სალაროსთან რიგში დგანან. დიდი ბოდიში, ხელისუფლებას რომ ფულს აძლევს ეს ხალხი, ეს ფული საიდან მოაქვთ? – პროდუქტის ფასიდან. პროდუქტის ფასქარმოქმნაში მონაწილეობს ის პოლიტიკური ხარკი, რომელსაც ხელისუფლებას უხდიან. კეთილი ინებოს ხელისუფალმა და მოხსნას ეს ხარკი, დაამკვიდროს თამაშის სამართლიანი წესები და ყველაფერი დალაგდება. ძალიან მაინტერესებს, სუს-მა როგორ უნდა დადგინოს ფასი, ისე რომ კანონი არ დაარღვიოს: ებლატავებიან, თვალებს გადაუბრიალებენ? – ეს არის ნორმალური?!”- თქვა ხუხაშვილმა.




