“ოცნების” მთავრობაში განათლების მინისტრ გივი მიქანაძის მოადგილედ ზვიად გაბისონია 8 ივლისს დაინიშნა.
ახლა, გაბისონია უმაღლესი განათლების რეფორმის მომხსენებელია, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და რომლის გარშემოც განსაკუთრებით დიდი ინტერესია. bm.ge დაინტერესდა, ვინ არის და რა ქონებას ფლობს მინისტრის მოადგილე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი რეფორმის სპიკერობა ჩააბარეს.
ზვიად გაბისონიას ოჯახის ქონებრივი დეკლარაცია
გაბისონიამ მინისტრის მოადგილის რანგში დეკლარაცია 8 სექტემბერს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით ჰყავს მეუღლე ეკა ცენტერაძე და არასრულწლოვანი ვაჟი.
ზვიად გაბისონიას საკუთრებაშია (100%):
- ფლობს 185.57 კვ.მ. ბინას, რომელიც თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს და 2013 წლის იანვარში 156,600 აშშ დოლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
- ფლობს 72.48 კვ.მ. ბინას, რომელიც ასევე თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს და 2025 წლის ივლისში 140,000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
- ფლობს 107.58 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს, რომელიც თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს და 2015 წლის აგვისტოში 105,400 აშშ დოლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
- ფლობს 20 კვ.მ. ავტოფარეხს, რომელიც თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს და 2008 წელს 10,000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
- ფლობს 17.11 კვ.მ. ავტოფარეხს, რომელიც თბილისში, ვ. დოლიძის ქუჩაზე მდებარეობს და 2018 წლის ივნისში 4,000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
- ფლობს 2191 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მდებარეობს და 2009 წლის სექტემბერში 3,600 აშშ დოლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
- ფლობს 1229 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მდებარეობს და 2022 წლის დეკემბერში 2,000 ლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
- ფლობს 2875 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მდებარეობს და 2018 წლის ივნისში ჩუქების გზით მიიღო.
- ფლობს ოთხ მიწის ნაკვეთს (საერთო ფართით 9466 კვ.მ.), რომელიც დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში მდებარეობს და 2006-2007 წლებში 500 ლარიდან 1,000 აშშ დოლარამდე ღირებულებით აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
- ფლობს 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს შენობით, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში მდებარეობს და 2009 წლის სექტემბერში მემკვიდრეობით მიიღო.
- ფლობს მსუბუქ ავტომანქანას Hyundai Tucson N Line (2023 წ.), რომელიც 2023 წლის თებერვალში 39,000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
გაბისონიას მეუღლე ეკა ცენტერაძე:
- ფლობს 85.65 კვ.მ. ბინას, რომელიც თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარეობს და 2015 წლის თებერვალში 95,000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
- ფლობს 53.5 კვ.მ. ბინას, რომელიც ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მდებარეობს და 2021 წლის ივნისში 80,200 აშშ დოლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
- ფლობს მსუბუქ ავტომანქანას MERCEDES BENZ GLE 43 AMG (2017 წ.), რომელიც 2023 წლის ოქტომბერში 38,000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი (ნასყიდობა).
ანგარიშები
ოჯახის წევრების (ზვიად გაბისონია, ეკა ცენტერაძე და შვილი საბა გაბისონია) საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების ჯამი, ვალუტების მიხედვით ასე გამოიყურება:
| განმკარგავი პირი (სახელი, გვარი) | ჯამური ნაშთი (GEL) | ჯამური ნაშთი (USD) | ჯამური ნაშთი (EUR) |
| ზვიად გაბისონია | 1,316,068.96 GEL | 539,211.56 USD | 239,324.60 EUR |
| ეკა ცენტერაძე (მეუღლე) | 212,957.89 GEL | 22,000.26 USD | 0 EUR |
| საბა გაბისონია (შვილი) | 837.96 GEL | 0 USD | 0 EUR |
რაც შეეხება ნაღდ ფულს, ზვიად გაბისონია ინახავს 70 000 ლარს, 25 000 ევროს და 65 000 დოლარს.
2024 წლის სამუშაოები და მიღებული ანაზღაურება
- Deloitte Consulting Overseas Projects LLC (საქართველოს ფილიალი) ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართლისა და პოლიტიკის საკითხებში, ანაზღაურება: 16,252 ლარი;
- ანტიკორუფციული ბიურო – ექსპერტი სამართლის ტექნოლოგიებში. ანაზღაურება: 30,800 ლარი;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მოწვეული სპეციალისტი. ანაზღაურება 3,840 ლარი;
- საჯარო ლექცია – იუსტიციის სამინისტროს გრანტი (ნათია სირდაძესთან) მოწვეული ლექტორი ანაზღაურება: 560 ლარი;
- სახალხო დამცველის აპარატი – მოწვეული ტრენერი. ანაზღაურება: 1,600 ლარი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის ეთიკის საკითხებში. ანაზღაურება: 2,800 ლარი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – პოზიცია: მოწვეული ექსპერტი. ანაზღაურება: 2,880 ლარი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – მოწვეული სპეციალისტი. ანაზღაურება: 1,216 ლარი;
- ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი – ექსპერტი / ტრენინგის ჩატარება. ანაზღაურება: 4,000 ლარი;
- ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) – დოქტორანტის ხელმძღვანელი. ანაზღაურება: 1,600 ლარი;
- საქართველოს უნივერსიტეტი – სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ანაზღაურება: 60,000 ლარი;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) – კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში. ანაზღაურება: 43,316 ლარი;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) – პროფესორი. ანაზღაურება: 2,346.2 ლარი;
- გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი – ციფრული მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. ანაზღაურება: 38,220 ლარი;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი (ციფრული მმართველობა და AI), ანაზღაურება: 24,745.02 ლარი;
- ალტე უნივერსიტეტი – ტრენერი. ანაზღაურება: 961 ლარი;
- იუსტიციის სასწავლო ცენტრი – ექსპერტი (საგამოცდო საკითხების შედგენა) ანაზღაურება: 160 ლარი;
- ფრიდრიხ ებერტის ფონდი – ექსპერტი ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიებში. ანაზღაურება: 15,840 ლარი;
- ლილო-მოლი – იურიდიული კონსულტაციები ანაზღაურება: 40,000 ლარი;
- BTU – ტრენინგი – ტრენერი. ანაზღაურება: 1,500 ლარი;
- ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი – კონსულტანტი. ანაზღაურება: 30,000 ლარი;
- East-West Management Institute (EWMI) – კონსულტანტი. ანაზღაურება: 473.76 ლარი;
- შპს „აიბი – მთიები“ – იურიდიული მომსახურება. ანაზღაურება: 50,000 ლარი;
- თი ეალ სი – თბილისის სასწავლო ცენტრი – ტრენერი ანაზღაურება: 600 ლარი;
- ინდივიდუალური საქმიანობა – სამუშაო: იურიდიული დასკვნა. ანაზღაურება: 3 603 ლარი.
გთავაზობთ ზვიად გაბისონიასა და მისი ოჯახის წევრის მონაწილეობას სამეწარმეო საქმიანობაში, ცხრილის სახით:
| მონაწილე პირი (სახელი, გვარი) | საწარმოს სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი | მონაწილეობის ფორმა / პერიოდი | წილის ოდენობა (%) | პარტნიორის ვინაობა | შემოსავალი (GEL) | შენიშვნა |
| ზვიად გაბისონია | შპს რადიოკომპანია „ოაზისი“, ქ. თბილისი, შარტავას ქ., №7 | მეწილე, 18.07.1995 – დღემდე | 8.3% | 11 ფიზიკური/იურიდიული პირი | 0 | საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა 1996 წლიდან. |
| ზვიად გაბისონია | შპს ფაინ ლაიფ თბილისი, ქ. თბილისი, შარტავას ქ., №40 | მეწილე, 17.09.2013 – დღემდე | 49% | ფაინ ლაიფ გრუფ | 0 | წილი მართვის უფლებით გადაცემულია 2018 წლიდან. |
| ზვიად გაბისონია | შპს ჯიელეს ჰოლდინგი, თბილისი, ვ. დოლიძის ქ. კორ. 28 ბ. 84 | მეწილე, 07.07.2014 – დღემდე | 100% | – | 0 | კომპანია ფლობს 33.4% წილს შპს “ჯითიელ კონსალტინგში” და 100% წილს შპს “გაბისონია ლიგალ სერვისში” |
| ეკა ცენტერაძე | სს გრინ დაზღვევა საქართველო, თბილისი, ა. კალანდაძის ქ., №4 | დირექტორი, 07.12.2015 – დღემდე | 0% | – | 117,610.56 | მონაწილეობა დირექტორის სტატუსით. |
რაც შეეხება ზვიად გაბისონიას განათლებას და ბიოგრაფიას
განათლება:
- 2000 წელი: სწავლობდა დრეზდენის გოეთეს ინსტიტუტში.
- 2001-2002 წწ.: დოქტორანტურაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
- 2002 წელი: დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
- 2002 წელი: დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – “საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია”.
სამუშაო გამოცდილება / აკადემიური საქმიანობა:
- 2002-2005 წწ.: იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
- 2002-2005 წწ.: ასევე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი.
- 2002-2009 წწ.: იურისტი ს/ს “თიბისი ბანკი”-ში.
- 2004-2018 წწ.: მმართველი პარტნიორი საერთაშორისო იურიდიულ ფირმა “გაბისონია, დიდრიხი და პარტნიორები, კს”-ში.
- 2004-2018 წწ.: გენერალური დირექტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “ფაინ ლაიფ თბილისი”-სა და საინვესტიციო კომპანია “ჯიელეს ჰოლდინგში”.
- 2005-2010 წწ.: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სამოქალაქო, ევროპული და საერთაშორისო კერძო სამართლის კათედრის გამგე.
- 2005-2010 წწ.: კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)-ის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი.
- 2005 წლიდან დღემდე: სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროექტის ექსპერტი.
- 2006 წლიდან დღემდე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით.
- 2007-2013 წწ.: სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებისა და საერთაშორისო კომპანიების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/მრჩეველი.
- 2017-2018 წწ.: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი.
- 2018 წლიდან: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
- 2018 წლიდან: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი.




