მედია: ვენესუელაში ანტისამთავრობო აქტივისტები უგო ჩავესის ქანდაკებებს ანადგურებენ

ვენესუელის მასშტაბით ანტისამთავრობო აქტივისტები უგო ჩავესის გიგანტურ ქანდაკებებს გარდაცვლილი პრეზიდენტის ხელით შერჩეული მემკვიდრის, ნიკოლას მადუროს მიერ არჩევნების გაყალბების გამო პროტესტის გამოსახატად ანადგურებენ.

უგო ჩავესმა მადურო ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტად 2012 წლის ოქტომბერში დანიშნა. The Associated Press-ის ცნობით, ჟურნალისტები, რომლებიც ქალაქ ლა გუაირაში დანგრეული ქანდაკებისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდნენ, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა სამხედრო დაზვერვის ოფიცერმა შეაჩერა. ოფიცერმა საკუთარი ვინაობა არ დაასახელა, თუმცა მან თქვა, რომ “ქვეყანა ომშია” და რომ ეს ქმედებები მილიონობით ვენესუელს, რომლებიც ყოფილ ლიდერს დიდ პატივს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებს.

თავად მადუროს თქმით, რამდენიმე ადამიანი ქანდაკებების დაზიანების დროს დააკავეს. მადურომ ეს მოვლენები პოსტსაბჭოთა სივრცეში,მათ შორის საქართველოსა და ში, მისი თქმით, -ს მოწყობილ რევოლუციებს შეადარა.

“რა აქვთ ამ ადამიანებს თავში? გულში?..წარმოიდგინეთ, ერთ დღეს რომ ძალა მოიხვეჭონ, რაზე იქნებიან წამსვლელები.” – თქვა ორშაბათს ტელევიზიაში გამოსვლისას მადურომ ანტისამთავრობო აქტივისტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბრაზი და ტკივილი არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ – თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, ასეთ მომენტებში სწორ მოქმედებაზე უნდა მივმართოთ ენერგია

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია