მედია: ექსკლუზიური ინტერვიუ ანუკი ჩრდილელთან: რევოლუცია მაწერია და სწორედ ამას ველოდები (ვიდეო)

“რევოლუცია მაწერია და სწორედ ამას ველოდები” – ამის შესახებ ანუკი ჩრდილელმა “პირველებთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ცუდად დაემთხვა, რომ მისი მამა, “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ ჩრდილელი ერთ დღეს დააწინაურეს, მეორე დღეს კი ის “თითის მითითებით დააკავეს”. 

ანუკი ჩრდილელი აღნიშნავს, რომ “დამთხვევების და შემთხვევების არ ჯერა, ჰგონია, რომ რაღაც ხდება, რაზეც მას კითხვები აქვს, მაგრამ პასუხები ჯერ-ჯერობით არა”.

2019 წლიდან, თუ ცოტა ადრე არა ჩართული ვარ საპროტესტო აქციებში, რატომღაც ძალიან ბოროტ პერსონაჟად გამოვდივარ და უშნოდ ემთხვევა მომენტი, როცა მას [ოთარ ჩრდილელს] აწინაურებენ და მეორე დღეს, თითის მითითებით ხდება ჩემზე, ეს დააკავეთ. 

მე ვდგავარ თეატრთან, ტროტუართან ამ დროს და მართლა მიჩნდება კითხვები, რომ ვინმემ რამეში ხომ არ გამომიყენა. იმიტომ, რომ როცა წამიყვანეს გზაშივე იცოდნენ ვინ ვიყავი, მე ამაზე ხმა არ ამომიღია 2019 წლიდან, რაც საპროტესტო აქციებში ვარ, თუ მე მინდოდა, რომ ამ ამბით აპელირება მომეხდინა, კი მე ოთარ ჩრდილელის შვილი ვარ, აქამდე დავჯდებოდი და სადმე ვიტყოდი… სულ ნიღბით, სულ ჩემთვის მშვიდად ვაპროტესტებდი.

[…]

ჩამსვეს დაკავების მანქანაში, გადამიყვანეს შენობაში, შენობაში ვინმე ზემდგომი პირი, რომლის სახელი და გვარიც არ ვიცი, პიჯაკით და განსხვავებული პერანგით, გამიყვანა გვერდით და მითხრა – შენ ხომ ოთარის შვილი ხარ, მე ვუთხარი რომ არა, არ ვარ ოთარის შვილი, ნუ მატყუებო, გინდა ბორკილები თუ გიჭერს მოგხსნიო. როგორც ყველა დაპატიმრებულს ექცევით, ისე მომექეცით, არ მსიამოვნებს ესეთი რაღაცები-თქო და დამაბრუნა უკან…

არ დამკონთაქტებია [მამა], დამეკონტაქტა ბებო. ბებიას და ბაბუას მოვუხდი ბოდიშს, იმაში რაშიც წვლილი არ მიმიძღვის, თუ ისინი მიიღებენ ჩემ ბოდიშს მადლიერი ვიქნები. 

დამთხვევების და შემთხვევების არ მჯერა, მგონია, რომ რაღაც ხდება, რაზეც მე კითხვები მაქვს, მაგრამ პასუხები ჯერ-ჯერობით არ მაქვს – თუნდაც ის კითხვები, რატომ ამომარჩიეს თითით, რატომ იცოდა ვიღაც პიჯაკიანმა პირმა მე ვინ ვიყავი. 

აუცილებლად ვივლი აქციებზე, სანამ არ იქნება ევროპული მომავლის კუთხეზე გასული ქვეყანა, სანამ “ქოცები” საბჭოურ რაღაცებ შეგვტენიან, მანამდე აუცილებლად ვივლი. ველოდები არჩევნებს, ველოდები 4 ოქტომბერს, მოხდება ის რომ არცევნებით კი არ გავიმარჯვებთ, უბრალოდ 4 ოქტომბერს ხალხი გაბრაზდება და მაწერია [ხელზე ტატუდ] ის რასაც ველოდები, “რევოლუცია” მაწერია,” – განაცხადა ანუკი ჩრდილელმა.