“პირველების” ექსკლუზივი – 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ფაქტზე დაკავებული პირი, კომპანია “ფინის” დირექტორი კახა კოტორაშვილია.
“პირველებისთვის” ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიება დაკავებულის მხრიდან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის მილიონები გასათეთრებლად მიჰქონდა.
ირკვევა, რომ დაკავებული და მისი კომპანია გამოიყენეს ამ სქემისთვის, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.
“პირველები” აღნიშნული კომპანიის ოფისში მივიდა, თუმცა ის დაკეტილი დაგხვდა. ახლომდებარედ მომუშავე ადამიანები ადასტურებენ, რომ ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.
პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულიც ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცცელებულა არც დაკავების კადრები.