ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა , – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Nournews-ის ცნობით, ირანის ეროვნული ვალუტის ვარდნისა და მაღალი ინფლაციის ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მოჰამედ რეზა ფარზინმა თანამდებობა დატოვა.
მოჰამედ რეზა ფარზინი ირანის ცენტრალურ ბანკს 2022 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
მისი გადადგომა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა უნდა დაამტკიცოს.
ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნული ვალუტის, რიალის გაუფასურების გამო დღეს თეირანში საპროტესტო აქციები გაიმართა.




