მედია: ევრაზიის მაკროსახელმიწფო – ახალი საბჭოთა კავშირი, რომელშიც დუგინი საქართველოსაც ეპატიჟება

კრემლის პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პუტინის მეგობარმა და ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა საკუთარ Telegram არხზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საბჭოთა კავშირის ადგილზე, სახელმწიფოების გაერთიანებაზე, იგივე მაკროსახელმწიფოზე იმსჯელა.

რუსული სამყაროს იდეის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერის აზრით, საბჭოთა კავშირის ადგილას უნდა შეიქმნას ერთი დიდი სახელმწიფო, რომელიც სხვა სახელმწიფოებისგან იქნება შემდგარი.

პირველი პოსტსაბჭოთა მაკროსახელმწიფოს მოდელად დუგინი დსთ-ს მიიჩნევს და მსჯელობაში თანამეგობრობას ევროკავშირს ადარებს.

“როდესაც გასაგები გახდა, რომ დსთ ინტეგრაციის ამოცანას ვერ გაართმევს თავს, შეიქმნა ევროკავშირი. მაგრამ მასში მხოლოდ ეკონომიკური იდეები იყო ჩადებული. და ვინაიდან მხოლოდ ეკონომიკით სახელმწიფოთა გაერთიანების წინსვლა შეუძლებელია, ეს იდეა ადგილზე გაჩერდა. და მხოლოდ -ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შექმნით გახდა გარკვეული წარმატების მიღწევა შესაძლებელი”. – წერს დუგინი.

დუგინი მიიჩნევს, რომ დღევანდელ სამყაროში პატარა სახელმწიფოებს დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ შეუძლიათ და ისინი იძულებულნი არიან მიემხრონ, რომელიმე პოლუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ქვეყნებს დიდი სახელმწიფოები უბრალოდ გაანადგურებენ.

გარდა ამისა, კრემლის პროპაგანდისტი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისკენ პოსტიმპერიული ქვეყნების სწრაფვას “ამბიციურ ილუზიას” უწოდებს.

ფილოსოფოსი სახელმწიფოთა ახალ გაერთიანებას პირობითად ევრაზიის მაკროსახელმწიფოს უწოდებს, რომელშიც მისი ხედვით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები შევლენ. ქვეყნების ჩამონათვალში დუგინი აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიებს.

ამასთანავე, დუგინი თავის წარმოსახვით მაკროსახელმწიფოში საქართველოსაც ეპატიჟება:

“რა თქმა უნდა, ჯერ ძნელია თქმა, თუ როგორი იქნება ამ მაკროსახელმწიფოს შექმნის თანმიმდევრულობა. მაგრამ ვფიქრობ, რუსეთთან სამხრეთ ოსეთსა და ს სულ უფრო მზრდადი ინტეგრაციის ფონზე, ჩვენ ვალდებულები ვართ ამ პროცესს დავაკავშიროთ საქართველოს, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო დამოუკიდებელი ხდება გლობალისტური პოლიტიკისგან. და შეუძლებელი ეს არ გაგიხარდეს”.

ფილოსოფოსი, რომელიც 2008 წლის ომის დროს, თბილისის ტანკებით აღებას ითხოვდა, წერს, რომ მაკროსახელმწიფოს შექმნა გარდაუვალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს “მშვიდობიანი, ღია და გულკეთილი”.

წყარო