მედია – სერიოზულად განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევიდან უკან დახევას

-ის პრეზიდენტი, სერიოზულად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევიდან უკან დახევას მანამ, სანამ ერთი ან ორივე მხარე მეტ მოქნილობას არ გამოიჩენს, – ინფორმაციას Axios-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკან დავსხდებით და დავაკვირდებით. ცოტა ხანს კიდევ იბრძოლონ და ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში.
გამოცემა წერს, რომ ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი ევროპელ ლიდერებს მთავარ დაბრკოლებად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მათთან და ზელენსკისთან ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ მეგობრული შეხვედრა გამართა.
Axios-ის ცნობით, თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი საჯაროდ უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობას, დაასრულოს უკრაინაში ომი, ამავდროულად კი ჩუმად, კულისებში ცდილობს ალასკაში მიღწეული პროგრესის შეცვლას.
გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები „მოთმინებას კარგავენ“ ევროპელი ლიდერების მიმართ, რომლებიც, მათი თქმით, უკრაინას უბიძგებენ, „რუსეთის მხრიდან არარეალური ტერიტორიული დათმობები მოიპოვონ“.
-ის ოფიციალური პირების თქმით, ევროპელები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, უკეთესი შეთანხმების მიღწევის მიზნით, ზეწოლას ახდენენ.
„ევროპელებს არ შეუძლიათ ამ ომის გახანგრძლივება და არაგონივრული მოლოდინების ფარულად შენარჩუნება. თუ ევროპას ამ ომის ესკალაცია სურს, ეს მათი საქმეა. მაგრამ ისინი გამარჯვების ნაცვლად უიმედოდ დამარცხდებიან“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა Axios-თან საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია