მედია: “დიფ სთეითის აგენტები ტრამპზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან” – დუგინისა და “ოცნების” იდენტური პროპაგანდა

კრემლის პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინისა და “ქართული ოცნების” იდენტური პროპაგანდა – ს მეგობარი ივანიშვილის გუნდის წევრების მსგავსად ამბობს, რომ “დიფ სთეითის აგენტები ტრამპზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან”

დუგინი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირწმუნება, რომ გლობალური დიფ სთეითი აკონტროლებს როგორც -ს, ისე მთავარ ევროპულ ქვეყნებსა და თავად ევროკავშირსაც.

“გლობალური დიფ სთეითი ძლიერი, ღრმად ფესვგადგმული და სტრატეგიულად გამაგრებული ფენომენია და მისი უგულებელყოფა გაუფრთხილებლობა იქნებოდა. ეს სტრუქტურები ჯერ კიდევ აკონტროლებენ მთავარ ევროპულ ქვეყნებსა და თავად ევროკავშირსაც. ისინი ძალზე ძლიერები არიან აშშ-ში და გლობალური დიფ სთეითი იყო, რამაც თანამედროვე ნაცისტური ტერორისტულ სუბიექტად აქცია. სინამდვილეში ამათ [დიფ სთეითს] ვებრძვით – არა დასავლეთს, არა აშშ-ს. როგორც კი შტატებში მმართველობა შეიცვალა, მთელმა სურათმა სახე იცვალა. თუმცა, გლობალური დიფ სთეითი – რომელიც უკვე აღარ დაიყვანება აშშ-მდე, CIA-მდე, პენტაგონამდე ან უოლ სტრიტამდე, მაინც რჩება და აგრძელებს თავისი პოლიტიკის გატარებას გლობალური მასშტაბით. დიდად სავარაუდოა – ფაქტობრივად, თითქმის უდავოა – რომ დიფ სთეითის აგენტები ტრამპზე გავლენის მოხდენას, მისი დამღუპველი შეცდომებისკენ წაყვანას, მისი ინიციატივების საბოტაჟს ან სულაც მის მთლიანად განადგურებას შეეცდებიან. ასეთი მცდელობები, როგორც ვიცით, უკვე განხორციელდა”, – წერს დუგინი. 

გუშინ, მ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დიფ სთეითი მძლავრობს.

ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ საერთო განცხადებას გამოეხმაურა და თქვა რომ “პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს “დიფ სთეითი”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ – უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის