მედია: დედამ შვილი სცემა – “სისხლიანი დახმარებას ითხოვდა”

ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა – ინფორმაციას „აჭარა თაიმსი” ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, სრულწლოვან შვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევა თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა.

მეზობლების თქმით, შემთხვევის დროს აივანზე მყოფი კაცი სისხლდენით რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა.