სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგის შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე მისი ყოფილი თანაგუნდელის ირაკლი ქარსელაძის დასაკავებლად ემზადება. ახალი კორუფციული სკანდალის შუაგულში, რომელიც დღეს სუს-მა გაახმაურა, ისევ “ოცნების” ინფრასტრუქტურის სამინსიტროა, ამჯერად ამტკიცებს, თითქოს ნახევარი მილიონი ლილო-ნორიოს გზის მშენებლობიდან მოიპარეს.
ვინ არის მამუკა ჟღენტი, მისი ოჯახის წლების განმავლობაში “ქართულ ოცნებას” აფინანსებდა. დაკავებულის ძმა დავით ჟღენტი ნიუ როუდის მფლობელია. მან დიდი ბიზნეს იმპერია “ქართლი ოცნების” მმართველობის წლებში ააშენა და 2012 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 300 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული. ძმის დაკავებას ის დღეს დუმილით შეხვდა.
ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ დაკავებული მამუკა ჟღენტი მიმალვაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძის ბიზნესპარტნიორია. ბიზნეს რეესტრის თანახმად დაკავებული მამუკა ჟღენტი 25%-ს ფლობს კომნია “ბენტონში”, სადაც ბიჭიკო პაიკიძეც 25%-ის მფლობელია. კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ დაკავებების ახალი სერიით, “ოცნება” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მმართველობის პირობებში ხალხის კუთვნილ მილიონებს სისტემატიურად იპარავდნენ – თუმცა ჯერ არ ამობენ ვინ იყვნენ ის მაღალჩინოსნები, რომელებიც ფულის მითვისებაში მოქალაქეებს ხელს უწყობდნენ.