მედია: დადგენილია პოლიციელის გვარი, რომელმაც “ტვ პირველის“ ოპერატორი გაიტაცა

დადგენილია პოლიციელის გვარი, რომელმაც “ტვ პირველის“ ოპერატორი გაიტაცა.

ჩვენი ინფორმაციით, ის მუხიანის პოლიციის უფროსი, ზაზა ნოზაძეა.

ცოტა ხნის წინ, პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა –  შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო “რადისონთან” მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.

წყარო