მედია: გუშინ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზუსტი დარტყმები განახორციელეს რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ სამხედრო და საწვავის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე

გუშინ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზუსტი დარტყმები განახორციელეს ს ფედერაციის სტრატეგიულ სამხედრო და საწვავის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
წარმატებული ოპერაციის შედეგად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ძლოერად დაზიანდა – ობიექტზე მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა.
ასევე, განხორციელდა დარტყმები კროპოტკინსკაიასა და ანდრეაპოლის ნავთობის სატუმბ სადგურებზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ საწვავის ტრანსპორტირებას საოკუპაციო ძალების საჭიროებისთვის. დარტყმების შედეგად ორივე სატუმბი სადგური გამოვიდა მწყობრიდან, რაც გაართულებს რუსული ძალებისთვის საწვავის მიწოდების ლოჯისტიკას.
“უკრაინის თავდაცვის ძალები იტოვებენ უფლებას დაარტყან სტრატეგიულ სამიზნეებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას. გაგრძელდება ოპერაციები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის უკანონო ომს” – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
დარტყმები რუსეთის სტრატეგიულ სოღრმეში და მნიშვნელოვანი დაზიანებები რუსულ ენერგო-ინფრასტრუქტურაზე, დაადასტირა რუსულმა მედიამაც.