მედია: “გავასამართლებთ და პირდაპირ ეთერში გადავცემთ” – ივანიშვილის გუნდის მუქარა ენმ-ს (ვიდეო)

“ქართულ ოცნება” ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის საჭირო პროცედურებს იწყებს. ს კომისიის დასკვნის საფუძველზე, მალე საკონსტიტუციო სარჩელი მომზადება. “ოცნებას” გეგმა დალაგებული აქვს, პარტიების აკრძალვის პროცესები პირდაპირ ეთერში უნდა აჩვენოს.

წულუკიანის კომისიის ანგარიში არამხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” არამედ, “ლელო – ძლიერი საქართველოს”, გახარიას პარტიას და კვალიცია “ცვლილებისთვის” ეხბეა. ამიტომაც ჩნდება მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” ამ პარტიების გაუქმებასაც მოითხოვს.

ის, რაც პირველად ხდება საქართველოში უკვე გამოცდილია რუსეთსა და ბელორუსში, სადაც პუტინის და ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები ციხეშიც გამოკეტეს და ოპოზიციური პარტიებიც არაერთხელ აკრძალეს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების უკან საქართველოს უდიდესი მოსახლეობა დგას და ამ ხალხს ვერც აკრძალავენ და ვერც აზრს შეუცვლიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი