მედია: გაეროს დასასრულის დასაწყისი?! – ყველაფერი ტრამპის “მშვიდობის საბჭოზე”, რომელში გაწევრებაც მილიარდი დოლარი ღირს

საერთაშორისო მასმედიაში აქტიურად განიხილება -ის პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული იდეა ახალი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის – „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის თაობასა და მისი სავარაუდო წევრების შესახებ. უკვე გამოკვეთილია „საბჭოს“ სტრუქტურული აგებულება, მისი სავარაუდო წევრები, მაგრამ… ჯერჯერობით ბევრი რამ გაურკვეველია.

გთავაზობთ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით – „რა კითხვებს იწვევს დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭო“, რომლის ავტორი პაულა ადამო ცდილობს, ნათელი მოჰფინოს დონალდ ტრამპის ამბიციურ პროექტს.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ -ის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პროექტი, ძირითადად, ღაზის სექტორთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით იქნებოდა დაკავებული (მსგავსი იდეები საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათი არ არის) და ამ თვალსაზრისით მას გაერთიანებული ერების ორგანიზაციამაც მხარი დაუჭირა. თუმცა ახლა, როცა თეთრი სახლიდან მეტი ცნობები მოჟონავს, ჰორიზონტზე „ახალი საერთაშორისო გარდამავალი ორგანოს“ კონტურები ისახება, უფრო ფართო ამოცანებით და მიზნებით.

როგორი იქნება გაეროსა და „მშვიდობის საბჭოს“ როლების შესაბამისობა? ვინ იქნება მუდმივად საბჭოს შემადგენლობაში, რომლებისთვისაც სავალდებულოა მილიარდი დოლარის საწევრო გადასახადის გადახდა (ვინც არ გადაიხდის, მათთვის დაწესებულია როტაცია სამწლიანი ვადით)? რატომ უნდა იყოს „საბჭოს“ ხელმძღვანელობაში ბრიტანელი ექსპრემიერი ტონი ბლერი, რომელმაც 2003 წელს მხარი დაუჭირა ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყებას? რატომ არ არიან „საბჭოში“ პალესტინელები?… შევეცადოთ, პასუხი გავცეთ ზოგიერთ გაჩენილ კითხვას.

ვინ არიან მიწვეული საბჭოში?

წერილობითი მიწვევა რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერმა მიიღო – პირადად დონალდ ტრამპისგან. 20 იანვრის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 49-ს აღწევს.

ევროპელებიდან საბჭოს წევრობის შეთავაზება მიიღეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთისა და კიდევ 15-მდე ქვეყნის ლიდერმა.

აზიელებიდან და აფრიკელებიდან მიწვეულნი არიან ჩინეთი, ინდოეთი, , იაპონია, , ეგვიპტე, , ბაჰრეინი და იორდანია, მაგრამ არ არის მიწვეული პალესტინის ავტონომია.

სამხრეთ ამერიკაში მიწვევა გაეგზავნათ ბრაზილიას, არგენტინას და პარაგვაის.

და ბოლოს, დონალდ ტრამპმა საბჭოში განსაკუთრებულად და გამორჩეულად მიიწვია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები – და , აგრეთვე, ბელარუსი ავტოკრატი ალექსანდრე ლუკაშენკო.

„პუტინთან ერთად საბჭოში ვერ ვიქნები…“

უკრაინის პრეზიდენტი უარზეა: მას ვერ წარმოუდგენია საბჭოში პუტინთან ერთად მუშაობა. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მიწვევა მიიღო, მაგრამ თვლის, რომ შეუძლებელია რუსეთთან და ბელარუსთან ერთ ორგანოში იყოს.

ჩვენი მტერია, ბელარუსი კი – ჩვენი მტრის მოკავშირე. ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მტრებთან ერთად ერთ საბჭოში ვიმუშაოთ? რუსეთთან და ბელარუსთან, პუტინთან და ლუკაშენკოსთან ერთად? საბჭოს დასახელება (Board of Peace) ხომ მშვიდობას, ომების არარსებობას გულისხმობს“, – განაცხადა უკრაინელმა ლიდერმა.

ვინ იქნება პუტინთან ერთად…

მიწვევას დათანხმდნენ:

ედი რამა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი;

ჰავიერ მილეი, არგენტინის პრეზიდენტი;

, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

ყასიმჟომართ ტოკაევი, ყაზახეთის პრეზიდენტი.

შევქათ მირზაევი, უზბეკეთის პრეზიდენტი;

სანტიაგო პენია, პარაგვაის პრეზიდენტი.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში მუშაობაზე დათანხმდა პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც. გარდა ამისა, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მიწვევა მიიღო და დათანხმდა ვიეტნამის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ტო ლამიც, რომელიც ქვეყნის ფაქტიურ ლიდერს წარმოადგენს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მიწვევა მიიღო, მაგრამ განაცხადა, რომ მე მილიარდი დოლარი არ მაქვს და თუ მუდმივ წევრად უფულოდ მიმიღებთ, მაშინ თანახმა ვიქნებიო.

რა მოთხოვნებია „მშვიდობის საბჭოს“ წევრების მიმართ?

როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ტელეკომპანია CBS News-ის ჟურნალისტს განუცხადა, საბჭოს პოტენციური წევრების მიმართ რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ არის, მაგრამ იმ ლიდერებმა, რომლებსაც დროებითი კი არა, არამედ – მუდმივი წევრის სტატუსის მიღება სურთ, თითოეულმა მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს. ეს ფული მოხმარდება ღაზის სექტორის (და, ალბათ, კონფლიქტებით დაზარალებული სხვა ქვეყნების) აღდგენას.

ემუქრება თუ არა „მშვიდობის საბჭო“ გაეროს არსებობას?

იმ მიმართვა-მიწვევებში, რომლებიც დონალდ ტრამპმა, თავისი ხასიათიდან და სტილიდან გამომდინარე დაწერა, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „მშვიდობის საბჭო“ გახდება “უდიდესი მნიშვნელობის წამოწყება და პლანეტის ბედის მწერალი, რომლის მიზანია, არა მარტო მშვიდობის განმტკიცება ახლო აღმოსავლეთში, არამედ – ახალი გაბედული მიდგომების გამოყენება, გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში“.

„როიტერის“ ცნობით, საბჭოს წესდების პროექტში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მუდმივი თავმჯდომარე იქნება – იმ შემთხვევაშიც, როცა იგი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს ანუ – იქნება სიკვდილამდე.

ისრაელის გაზეთი „ჰაარეცი“ იტყობინება, რომ წესდების ტრამპისეულ ვერსიაში ლაპარაკია უფრო „მოქნილი და ეფექტიანი საერთაშორისო სამშვიდობო ორგანოს არსებობის აუცილებლობაზე – ის იქნება იმ ორაგანიზაციების ალტერნატივა, რომლებიც თავის ამოცანებს ვერ გაუმკლავდნენ“.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს თავდასხმას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე და მისი უშიშროების საბჭოს პრეროგატივაზე. გაეროს უშიშროების საბჭო, ხომ, წესდების თანახმად, მშვიდობის განმტკიცებისთვის არის მოწოდებული, მსოფლიოს მასშტაბით.

ამასთან, თეთრი სახლი აცხადებს, რომ საბჭოს შექმნა სრულიად შეესაბამება გაეროს უშიშროების საბჭოს 2803-ე რეზოლუციას, რომელიც გასულ წელს ღაზას სექტორში სიტუაციის დარეგულირებისთვის იქნა მიღებული.

ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოცვასთან არის დაახლოებული, სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ მშვიდობის საბჭოს წესდების პროექტი აშკარად არ თავსდება ღაზის სექტორის ჩარჩოებში და უფრო ფართო მიზნები აქვს: „ეს გარემოება იწვევს კითხვებს, კერძოდ, გაეროს სტრუქტურისა და პრინციპების პატივისცემის მიმართ, რომლებიც არანაირ სიტუაციაში ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს“.

ახლოაღმოსავლეთის ექსპერტმა ჰალედ ელგინდიმ, აშშ-ის ქუინსის ინსტიტუტიდან, რომელიც სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლით არის დაკავებული, სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, აშშ-ის პრეზიდენტს თავისი „მშვიდობის საბჭოთი“ განზრახული აქვს ღაზას სექტორის ჩარჩოებიდან გავიდეს და შეიძლება, გაეროს უფლებამოსილებაც ჩაანაცვლოს.

„ანუ ნათელია, რომ დონალდ ტრამპის თვალსაზრისით, საბჭოსათვის ღაზა შეიძლება დასაწყისი იყოს, მაგრამ ეს არ იქნება ზღვარი მისი საქმიანობისათვის“, – ამბობს ჰალედ ელგინდი.

აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე ამცირებს დაფინანსებას გაეროს სხვადასხვა ქვედანაყოფებისათვის. 7 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აშშ-ის გასვლას ითვალისწინებს, გაეროსთან შექმნილი 31 ორგანიზაციიდან, რომელთა საქმიანობა, ტრამპის აზრით, აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

როგორ იმუშავებს „მშვიდობის საბჭო“?

თეთრი სახლის განცხადებით, საბჭოსთან შეიქმნება ორი კომიტეტი: პირველი – „დამფუძნებელი აღმასრულებელი კომიტეტი“, რომელიც დაკავებული იქნება ინვესტიციების მიზიდვით და მაღალი დონის დიპლომატიური კონტაქტებით და მეორე – „აღმასრულებელი კომიტეტი, ღაზის სექტორის საკითხებში“, რომელიც იქნება ადგილობრივი კურატორი ღაზის სექტორში და უხელმძღვანელებს მის აღდგენას.

როგორც ვხედავთ, ამ ორი კომიტეტის უფლებამოსილება ჯერჯერობით მხოლოდ ღაზას სექტორით შემოიფარგლება.

„დამფუძნებელი აღმასრულებელი კომიტეტის“ თავმჯდომარეობისათვის ემზადება, მისი წევრები კი იქნებიან მარკო რუბიო (აშშ-ის სახელმწიფო მდივანი), სტივ უიტკოფი (აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ახლოაღმოსავლეთის საკითხებში), ჯარედ კუშნერი (დონალდ ტრამპის სიძე), ტონი ბლერი ( დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი).

სხვათა შორის, საბჭოს შემადგენლობაში ტონი ბლერის ყოფნის ფაქტი ახლოაღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებში ნეგატიურ რეაქციას იწვევს იმდენად, რამდენადაც მან 2003 წელს მხარი დაუჭირა აშშ-ის შეჭრას ერაყში და ამრიგად, მშვიდობა კი არ დაიცვა, არამედ – დაარღვია. როგორც ცნობილია, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ერაყში შეჭრა იმით დაასაბუთა, რომ სადამ ჰუსეინი მასობრივი მოსპობის იარაღს ქმნის და მას ხელი უნდა შევუშალოთო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ბრალდება სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

როგორც თეთრი სახლი აცხადებს, კომიტეტის ყოველ წევრს თავისი პასუხისმგებლობის ზონა ექნება, „ღაზის სექტორში მდგომარეობის სტაბილიზების ჩარჩოებში“.

პალესტინელები – საბჭოს მიღმა?

როგორ ირკვევა, პალესტინელი არაბები არც საბჭოში და არც კომიტეტებში არ იქნებიან. ერთი წევრით წარმოდგენილი იქნება აღმასრულებელ კომიტეტში, რომელიც ღაზის საქმეებს დაარეგულირებს – მილიარდერ იაკირ გაბაის სახით. იგი ისრაელში დაიბადა, მაგრამ კვიპროსზე ცხოვრობს.

გარდა ამისა, ხსენებულ კომიტეტში შევლენ კატარისა და თურქეთის მაღალჩინოსნები, რომლებიც ღაზის სექტორში წარმოებული ომის მეთოდების გამო, ისრაელს მკაცრად აკრიტიკებდნენ.

„პალესტინელებს იმედი ჰქონდათ, რომ თვითონაც იქნებოდნენ საბჭოს წევრები“, – განაცხადა მუსტაფა ბარგუტმა, პალესტინელმა პოლიტიკოსმა, – „ახლა კი ეს ორგანო უფრო მეტად „ამერიკულ საბჭოს“ ჰგავს, ზოგიერთი საერთაშორისო ელემენტით“.

ისრაელის განცხადებით, იმაზე, თუ როგორი იქნებოდა აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა, მასთან კონსულტაციები არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა აღნიშნა, რომ კომიტეტში განხორციელებული დანიშვნები ისრაელთან არ შეთანხმებულა.

ებრაელმა ოპოზიციურმა ლიდერმა იაირ ლაპიდმა მშვიდობის საბჭოს შექმნა ასეთი სახით ისრაელის დიპლომატიურ მარცხად მიიჩნია.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, მემარჯვენე რადიკალმა ითამარ გვენ-ბირმა კი “იქს-ქსელში“ ასე დაწერა: „ღაზის სექტორს არ სჭირდება არანაირი „აღმასრულებელი კომიტეტები“, რომლებიც მის აღდგენას თითქოსდა კურირებას გაუწევენ. მე გეტყვით, რაც სჭირდება ღაზის სექტორს: სრული გასუფთავება „ჰამასის“ ტერორისტებისაგან“.

წყარო