მედია: გადაბირებული თუ ჩანერგილები? – “შაბათის ეთერის” ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)

გადაბირებულები თუ ჩანერგილები? – “შაბაათის ეთერის” ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება.

ათუკა წიკლაური, ბიჭი პატრიოტული სიმღერებით, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სპეცრაზმის წინ იდგა და სხვებს თავდადებას სთხოვდა, ახლა, “ქართული ოცნების” ე.წ. ტუშკების ჯგუფშია.  გასულ კვირას ათუკა წიკალურიც ქალებზე თავდამსხმელი კაცების გვერიდით იდგა და იმ ხალხს აგინებდა, ვისთან ერთადაც აქციებზე, რუსული კანონის მიღების გამო იდგა.

სტუდენტს, რომელიც საქართველომ “შაბათის ეთერის” ტელე-რეპორტაჟით გაიცნო, ახლა “ტვ პირველთან” საუბარი აღარ სურს და უპასუხოდ ტოვებს კითხვას – რამ აიძულა ახალგაზრდა კაცი იმ თანატოლებს მაგინებელი გამხდარიყო, ვისთან ერთადაც აქციებზე “ქართლი ოცნების” წინააღდეგ იბრძოდა. ათუკა წიკლაურის ყოფილი თანამოაზრე იხსენებს, რომ დეკემბრის აქციების დარბევის დროს, წიკლაურმა გდდ-ს თანამშრომლების გადაადგილების მარშრუტი წინასწარ იცოდა. მაშინ ეჭვები ჰქონდათ, მაგრამ გასულ კვირას კალაძის მხარდამჭერებთან  ერთად მისი გამოჩენს შემდეგ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა.

ირკვევა, რომ ათუკა წიკლაური “ქართული ოცნების” ცნობილი ტიტუშკის ე.წ. ცანკას ახლო მეგობარია:  8 სექტემბერს ათუკა წიკლაური, კადრებში სწორედ ქალებზე თავდამსხმელთან, ზაზა მამალაძესთნ ერთად ჩანს. [ზაზა მამალაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, ვინც შვილის თანატოლს სახეში მუშტი ჩაარტყა].

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, ზაზა მამალაძე, მამალაძე აღარ არის, ცოტა ხნის წინ, მან გვარი შეიცვალა და მანგოშვილი გახდა. ცოლის გვარზე გადასვლა სავარაუდოდ მის კრიმინალურ წარსულს უკავშირდება.

ე.წ. “ტიტუშკების” გვერდით აღმოჩნდა 21 წლის სტუდენტი, ლუკა ძაძამია. 

  • 2023 წლის 9 მარტით დათარიღებულ კადრებში, რომელიც “ტვ პირველის” არქივმა შემოინახა კადრი, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმის წინ, დარბევის დაწყებამდე,  შიშველი ხელებით მყოფი სტუდენტები, რომლებმაც გზა გადაკეტეს და ასფალტზე დასხდნენ. მათ შორის არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაშინდელი მეორე კურსის სტუდენტი ლუკა ძაძამიაც.

ახლა იგივე ლუკა უკვე იმ პარტიის წევრი გახდა რომელის წინააღმდეგაც აქციებზე იდგა უფრო მეტიც, ლუკა კახი კალაძის საარჩევნო სიით თბილისის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძვის.

აქტივისტობამდე “ოცნების” წევრობამდე გზად, 21 წლის ლუკა ძაძამიას სახელზე “პორშე კაიენი” გაჩნდა.

  • ლუკა ძაძამიას მამა ზაზა ძაძამია ბიზნემსენია. ის არის შპს თბილისი პროდაშენს-ის მფლობელი და ინტელკომ ჯგუფის მეწილე. გავრცელებული ინფორმაციით საკრებულოს წევრად წარდგენამდე ძაძამია დედაქალაქის მერმა, ოჯახის წევრებთან ერთად დაიბარა გასაუბრებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – 10 სექტემბერს დაიწყეს გამოძიება, 10 სექტემბერს იპოვეს გდდ-ის 3 შეურაცხყოფილი თანამშრომელი – შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს ლევანის მიერ პრემიის მიცემაზე და არ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად, როდესაც ათასობით ადამიანს თავპირს ალეწავენ?!