მედია: ბრიუსელი „იმედისა“ და „პოსტივის“ კრემლთან კავშირებს მოძებნის – რას შეეხება სანქციები?

  • ევროკავშირი განიხილავს „იმედისა“ და „პოსტივის“ კრემლის პროპაგანდასთან კავშირის მტკიცებულებებს, რათა სანქციები დაუწესოს.
  • სანქციების დაწესებას სკეპტიკურად უყურებენ ცენტრალური ევროპის ქვეყნები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ორმაგი სტანდარტების გამო.

ევროკავშირის დიპლომატებმა გასულ კვირას პირველად განიხილეს ბლოკის დიპლომატიური უწყების, “ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის” (EEAS) წინადადება რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის საქართველოს ორი პროსამთავრობო ტელეარხის, „იმედი ტი-ვისა” და „პოს ტი-ვისთვის” სანქციების დაწესების შესახებ.

„იმედი“ საქართველოში ყველაზე პოპულარულ ტელეარხად ითვლება. მისი მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ლიეტუვის და უკრაინის სანქციების სიაშია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიაგნო იმის მტკიცებულებებსაც, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებელი წლების განმავლობაში აფინანსებდა არხს.

რას ნიშნავს ევროკავშირის სანქციები ქართული არხებისთვის?

სანქციები, რომლის დაწესებასაც “იმედისა” და “პოსტივისთვის” “ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური” ემხრობა, გულისხმობს ევროკავშირში აქტივების გაყინვას, არხების მფლობელებისთვის ვიზების აკრძალვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზიების შეჩერებას. გასული წლის ბოლოს ბრიუსელმა შეიმუშავა სანქციების რეჟიმი, რომლის სამიზნე ს ჰიბრიდული საქმიანობაა. ეს რეჟიმი ფარავს „ევროკავშირის ინსტიტუტების და მისი წევრი სახელმწიფოების, ასევე მისი პარტნიორების წინააღმდეგ უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევას“ (Foreign information Manipulation and Interference).

ვრცლად