ქართულ ოცნების” საარჩევნო შტაბში მობილიზებაა. “პირველებმა” გადაიღო კადრები, სადაც ოფისის შიდა პერიმეტრზე ადამიანების გადაადგილება ჩანს. ისინი აქციის მონაწილეებს უწინდებურად უხამსი ჟესტებით მიმართავენ, ამზადებენ ბოთლებს და სამედიცინო ნიღბებს იკეთებენ. ემუქრებიან ოპერატორებსაც, რომლებიც მათ გადაღებას ცდილობენ.
იმისთვის, რომ გადაღება ვერ მოხერხდეს, ისინი ფანჯრებს ბალიშებს აფარებენ.
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ “ოცნების” მხარდამჭერები პროვოკაციისთვის ემზადებიან.