მედია: ბიუჯეტის ძარცვის ახალი სკანდალი – კომპანიას, რომელსაც 9 მლნ-ის მოპარვაში ადანაშაულებენ, “ოცნების” დეპუტატის სიძე ფლობდა (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა, რომ კომპანია „ლაგი კაპიტალი“ მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხას ფლანგავდა. კომპანიას, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ს სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჰქონდა მოგებული.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას ბიუჯეტიდან 94 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა მიღებული, მათ შორის 20-მილიონიანი ტენდერები იმ პერიოდში, როდესაც ამისულაშვილი „ლაგი კაპიტალის“ 50%-იან წილს ფლობდა. ფულის ნაწილი კომპანიას ავანსად ჩაერიცხა, თუმცა სამუშაოები არ შესრულდა – არცერთი სკოლა და ბაღი რეალურად არ აშენდა.

შემდგომში ამისულაშვილმა საკუთარი წილი სხვაზე გადააფორმა. ვინ მიიღო საკონტროლო პაკეტი და რა გარიგებით, ამაზე კითხვებს ის მაშინაც არ პასუხობდა.

„შაბათის ეთერის“ საგამოძიებო მასალებით დასტურდება, რომ ტენდერების შესრულება ჩავარდა, თანხა კი მიითვისეს. თავად ალექსანდრე ამისულაშვილი დღეს ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს