ბახმაროში მდებარე 500 კვ/მ მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის განკარგულებაში წერია.
სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 500 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N28.25.01.480) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას,” – ნათქვამია განცხადებაში.