მედია – აშშ-მა კიევს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ფარულად გაუგზავნა

-ის მიერ ფარულად მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების რუსული ძალების შეჭრის წინააღმდეგ გამოყენება დაიწყო, – ინფორმაციას მედია საშუალებები ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, იარაღი 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა და ის ქვეყანაში აპრილში ჩავიდა.
ამერიკული მედია იუწყება, რომ ეს იარაღი სულ მცირე ერთხელ გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში ს ობიექტებზე დასარტყმელად.
ადრე აშშ-მა უკრაინას საშუალო მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები მიაწოდა, მაგრამ რაიმე უფრო ძლიერის გაგზავნისგან თავს იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით, თებერვალში ბაიდენმა ფარულად აუნთო მწვანე შუქი უკრაინაში ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი სისტემის გაგზავნას – რომელსაც რაკეტების 300 კმ-მდე მანძილზე სროლა შეუძლია.
„შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ი მიაწოდა“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა. მისი განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა ეს დასაწყისშივე არ გამოაცხადა, რათა უკრაინის ოპერატიული უსაფრთხოება შენარჩუნებულიყო.
სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები პირველად გასულ კვირას, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის აეროდრომზე დასარტყმელად გამოიყენეს. New York Times-ის ცნობით კი ახალი რაკეტები ასევე გამოიყენეს სამშაბათს ღამით, ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ბერდიანსკში რუსეთის ჯარებზე თავდასხმისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!