მედია – აშშ-ის ქალაქებში მილიონობით ადამიანმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გამართა ლოზუნგით: „არა მეფეებს“

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში, ლოზუნგით: „არა მეფეებს“, პრეზიდენტ ს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გაიმართა ნიუ-იორკში, ფილადელფიაში,ჰიუსტონსა და სხვა ქალაქებში, სადაც ტრამპის შესახებ კრიტიკული შინაარსის პლაკატებით შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს კანონმდებლებმა, პროფკავშირების ლიდერებმა და აქტივისტებმა.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია ლოს-ანჯელესში გაიმართა, სადაც ფედერალური შენობის მახლობლად მომიტინგეებსა და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა და დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ორგანიზატორების თქმით, -ის მასშტაბით გამართულ ასობით საპროტესტო აქციაში მილიონობით ადამიანი მონაწილეობდა.
საპროტესტო აქციები დაემთხვა დონალდ ტრამპის დაბადების დღეს. ასევე სამხედრო აღლუმს ვაშინგტონში, რომელიც აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა.