მედია ანტიპუტინისტი რუსი მომღერლის გარდაცვალებაზე: ფანჯარა გააღო და გადახტა, თუმცა თვითმკვლელობის ვერსიის ბევრს არ სჯერა

არა­ვინ იცის, ზუს­ტად რა მოხ­და ვა­დიმ სტრო­ი­კი­ნის სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თებ­ში.

59 წლის რუსი მომ­ღე­რალ-კომ­პო­ზი­ტო­რის ნა­თე­ლი კა­რი­ე­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 5 თე­ბერ­ვალს დას­რულ­და, რო­დე­საც რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გუნ­დი დი­ლის 9 სა­ათ­ზე მის ვიწ­რო, მე­ცხრე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ბი­ნა­ში მი­ვი­და. მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის­თვის თან­ხის შე­წირ­ვაა.

  • რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ სამ­თავ­რო­ბო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტრო­ი­კინ­მა წყლის და­სა­ლე­ვად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გას­ვლა ითხო­ვა, ფან­ჯა­რა გა­ა­ღო და თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით გა­დახ­ტა. მისი სხე­უ­ლი გამ­ვლელ­მა იპო­ვა.

თუმ­ცა, ზოგი ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მას ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობ­და, ეჭვქვეშ აყე­ნებს იმას, რომ მან თავი მო­იკ­ლა.

Guardian-ის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი 12 მე­გო­ბა­რი სტრო­ი­კინს იხ­სე­ნებს, რო­გორც ქა­რიზ­მა­ტულ და იდე­ა­ლისტ უც­ნა­ურ პი­როვ­ნე­ბას. მას არას­დროს და­უ­მა­ლავს თა­ვი­სი ზი­ზღი რუ­სე­თის მიერ ომის მი­მართ უკ­რა­ი­ნა­ში, მა­ში­ნაც კი, როცა აზ­რის გა­მო­ხატ­ვა სულ უფრო და უფრო სა­ხი­ფა­თო ხდე­ბო­და.

“ამ იდი­ოტ­მა (პუ­ტინ­მა) ომი გა­მო­უ­ცხა­და სა­კუ­თარ ხალ­ხსაც და ძმა ერ­საც,” – და­წე­რა მან სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში 2022 წლის მარ­ტში, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­დან ერთი თვის შემ­დეგ.

მე­გობ­რე­ბი სტრო­ი­კინს, რო­მე­ლიც ურალ­ში გა­ი­ზარ­და, მოყ­ვა­რუ­ლი ალ­პი­ნის­ტად ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბოლო წლებ­ში იგი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რი­ცხეს ან­ტი­საბ­ჭო­თა დე­მონ­სტრა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო და იძუ­ლე­ბით გა­იწ­ვი­ეს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, რო­გორც თვით­ნას­წავლმა მუ­სი­კოს­მა, ჟანრ­ში ბარ­დი, რო­მე­ლიც 1960-იანი წლე­ბის საბ­ჭო­თა კულ­ტუ­რულ დათ­ბო­ბას­თან და ალე­გო­რი­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბის, რო­გორც გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბის აღ­მას­ვლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის ასე­ვე რუ­სეთ­ში და მთელ მსოფ­ლი­ო­ში სტუ­დენ­ტებს ას­წავ­ლი­და.

ბა­კაპ­მა თქვა, რომ სტრო­ი­კინ­მა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ თა­ვი­სი პო­ზი­ტი­უ­რო­ბა და ნა­პერ­წკა­ლი და­კარ­გა, სა­უბ­რობ­და იზო­ლა­ცი­ი­სა და დეპ­რე­სი­ის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, ისე­ვე, რო­გორც მე­გობ­რებ­თან და სას­მელს მი­ე­ძა­ლა.

ფლო­რი­და ვოვ­სი, სტრო­ი­კი­ნის კი­დევ ერთი ძვე­ლი მე­გო­ბა­რი, ამ­ბობს, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა.

“მას დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სი­ცო­ცხლე და ჩემ­თვის რთუ­ლია და­ვი­ჯე­რო, რომ ის ამას გა­ა­კე­თებ­და” – თქვა მან.

რუ­სეთს პუ­ტი­ნის ხმა­მა­ღა­ლი კრი­ტი­კო­სე­ბი­სა და სხვა მა­ღა­ლი პრო­ფი­ლის მქო­ნე პი­რე­ბის იდუ­მალ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვს, ზო­გი­ერ­თი – ფან­ჯრი­დან ვარ­დნით. ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვა სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლო­ბაა, ზოგი კი ბუნ­დო­ვა­ნი რჩე­ბა. თუმ­ცა თვით­მკვლე­ლო­ბად ცო­ტას თუ მი­იჩ­ნე­ვენ.

წყა­რო