ამზადებს თუ არა “ოცნება” ნიადაგს სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად? ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები ივანიშვილის გუნდისგან მსგავს ნაბიჯს არ გამორიცხავენ, მეტადრე, როცა სასწორზე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება დევს.
პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის გუნდმა ეს ნაბიჯი შესაძლოა, გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ გადადგას.
ვიზალიბერალიზაცია ნაკლებად ანაღვლებს ბიძინა ივანიშვილს. მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკა. ქართული ხელისუფლების ფასი და რეპუტაცია ძალიან დიდად იყო დამოკიდებული იმაზე, რომ ის იყო ყველაზე მეტად ინტეგრირებული დასავლურ სტრუქტურებთან ამ რეგიონში. ახლა, როდესაც მთავარი “მტერი” ევროპაა, ამ შემთხვევაში არ არის არავისთვის საინტერესო და ყველა, უკრაცრავად და, თავში წამორტყამზეა გადასული.
რამდენიმე პოლიტიკური და სინდისის პატიმარი მან შეიძლება, ნამდვილად გაათავისუფლოს იმ გათვლით, რომ ამის გამო რაღაც შეღავათებს მიიღებს ეკონომიკური ურთიერთობაში, – ამბობს დავით ზურაბიშვილი.
“ოცნების” მხრიდან “ვაჭრობას არც პოლიტიოლოგი ანი მიროტაძე გამორიცხავს. მისი თქმით, “ოცნება” მუდმივად ყველასთან “ვაჭრობს” და არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.
სულ ვაჭრობდნენ. ესენი ვაჭრობდნენ ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან, ვაჭროენ აღმოსავლეთთან, დასავლეთთან, ჩრდილოეთთან, სამხრეთთან, მაგრამ საოცარი ის არის, რომ არცერთ ამ ვაჭრობას, ჩრდილოეთის გარდა, შედეგი არ მოაქვს. არადემოკრატიულ რეჟიმებს, როგორიც დღეს საქართველოშია, გულშემატკივრები და მხარდამჭერები ცივილიზებულ სამყაროში არ ჰყავთ. ამიტომ, ის, რომ მათ აქვთ მძიმე მოლოდინები საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ძალიან რეალისტური, – ამბობს ანი მიროტაძე.
“ოცნების” ყოფილი წევრი და იურისტი ეკა ბესელია ამბობს, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლება უპირობოდ უნდა მოხდეს. მისი თქმით, თუ “ოცნება” იძლებული გახდება, ისინი გაათავისუფლოს, ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს აღიარებას, რომ ისინი ციხეშ უსაფუძლოდ ჰყავდა გამომწყვდეული.
პოლიტიკური პატიმარი, ასეთი დეფინიაცია, ევროპის საბჭომ და ევროპარლამენტმა პირველად გამოიყენა სწორედ ქართული ოცნების პირობებში დაპატიმრებული ადამიანების მიმართ. ამიტომ, მათი გათავისუფლება უნდა მოხდეს პირდაპირ, უპირობოდ. თუ იძულებული გახდება “ქართული ოცნება”, რომ თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ, რომ ეს საქმეები იყო ხელოვნურად შექმნილი, – ამბობს ეკა ბესელია.
საქართველოს შესაძლოა ეტაპობრივად შეუჩერდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება, რაც საბოლოოდ, მთელს მოსახლეობაზე გავრცელდება. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისია საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის“ გამო, იმ ახალი წესების ფარგლებში, რომლებიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა.
ამ ფონზე მიხეილ ყაველაშვილი გადაჭრით ვერ პასუხობს კითხვას, გამოიყენებს თუ არა დისკრეციულ უფლებას და შეიწყალებს თუ არა სინდისის პატიმრებს. ამასთან, “ოცნების” პრეზიდენტი დაკავებული ახალგაზრდებისგან “შეცდომების” აღიარებას ითხოვს.




