მედია – ამერიკელი სენატორები ს ადმინისტრაციას გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებისკენ მოუწოდებენ

“რესპუბლიკელი” და “დემოკრატი” ამერიკელი სენატორების ჯგუფი პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას წერილს უგზავნის და მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„როგორ უყურებს ადმინისტრაცია მის ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდისთვის ომის დასრულების მიზნით? კერძოდ, თვლის თუ არა ადმინისტრაცია, რომ -სა და ევროკავშირში დაკავებული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბერკეტი რუსეთთან მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად? თუ ასეა, როგორ?“- აცხადებენ სენატორები სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსიც Reuters-სთვის ცნობილი გახდა.
გამოცემის ცნობით, წერილში სენატორები სვამენ კითხვას, აპირებს თუ არა -ის ადმინისტრაცია შეიმუშაოს სტრატეგია, რათა წაახალისოს ევროკავშირი, „დიდი შვიდეული“ და სხვა მოკავშირეები, გამოიყენონ სუვერენული რუსული აქტივები. სენატორები ასევე კითხულობენ, დაუჭერს თუ არა ადმინისტრაცია ს მხარს თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად აშშ-ის კონტროლის ქვეშ არსებული რუსული სუვერენული აქტივების გამოყენებით.
წერილს ხელს აწერენ ტოდ იანგი და ლინდსი გრეჰემი „რესპუბლიკური პარტიიდან“ და რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი „დემოკრატიული პარტიიდან“.
Reuters-ი წერს, რომ ში შეჭრის დროიდან შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა 300-350 მილიარდი დოლარის ღირებულების სუვერენული რუსული აქტივები დაბლოკეს. წყაროების თქმით, აქედან აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებში მხოლოდ, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარი ინახება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა