მედია: ალკოჰოლური სასმელების კუსტარულად წარმოების სკანდალი – ერთ-ერთი დაკავებული “ოცნების” დეპუტატის ნათესავია (ვიდეო)

“პირველებისთვის” გორში ალკოჰოლური სასმელების კუსტარულად წარმოების საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის შესახებ ხდება ცნობილი – ირკვევა, რომ ქარხანა, სადაც გამოძიების მტკიცებით, არალიცენზირებული სასმელები და სიგარეტი იწარმეობოდა, კონკრეტულ ჯგუfს იჯარის ხელშეკრულებით ჰქონდა ნაქირავები.

გარკვეულია იმ კომპანიისა და იმ პირის სახელი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, ალკოჰოლური სასმელების კუსტარულად აწარმოებდა. ეს არის კომპანია “ალიდადა”, რომლის დამფუძნებელი ამჟამად დაკავებული ალექსანდრე კურტანიძეა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, ამავე საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ბორია კურტანიძე კი ალექსანდრე კურტანიძის ცოლის ძმაა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 17 სექტემბრის დილას გაავრცელა ინფორმაცია 7 ადამიანის დაკავების შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები გორში მოქმედ არალეგალურ სასმელების ქარხანასთან არიან დაკავშირებული, სადაც კუსტარულად აწარმოებდნენ ბრენდული სასმელების ფალსიფიკაციას. სამართალდამცავებმა უაქციზო სიგარეტების საწყობიც აღმოაჩინეს.

    • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაწერა, რომ  75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.მალევე გაირკვა, რომ დაკავებულთა შორის, გიორგი კანდელაკიცაა.
    • მათ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა სიმონიშვილი – აქციებთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა შეფასდეს, როგორც გამოხატვის ნებისმიერი ფორმის აკრძალვა, გახარიას პარტიის პოზიცია კი „ოცნების“ განცხადებებზე უფრო მავნებლურია – მათ ტონი უნდა შეარბილონ!