მედია: ათენში კომპანია Hellenic Train-ის ოფისებთან აფეთქება მოხდა

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ათენში კომპანია Hellenic Train-ის ოფისებთან აფეთქება მოხდა.

სამართალდამცავებმა ტერიტორია მას შემდეგ შემოსაზღვრეს, რაც ორ ბერძნულ მედიასაშუალებას აუწყეს, რომ 35 წუთში აფეთქება მოხდებოდა.

კომპანიის შენობის მიმდებარედ პოლიციამ საეჭვო ჩანთა აღმოაჩინა, რის გამოც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია მოხდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა, მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი სამართალდამცავის თქმით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ხელნაკეთი ბომბია.

ამ დროისთვის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში