“მედიასთან ომს ვერ მოიგებთ” – ჟურნალისტების აქცია შსს-თან

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოცემა “ბათუმელების” დირექტორის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს – ადგილზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.
პროტესტის რეჟიმში გადასული ჟურნალისტები არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებასაც მოითხოვენ.