მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გარკვეული შიშები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიეჩვივნენ, რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია ნორმად აქციონ

ფაქტია, რომ მედიაში უცხოური დაფინანსებები ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, ცილისწამებას და პოლიტიკური მანიპულაციებით სავსე ნარატივის განვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ფაქტობრივად, უცხოური დაფინანსებები მთელ რიგ ქვეყნებში არის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული პრინციპების ძირის გამომთხრელი საქმიანობის ერთ-ერთი საფუძველი.
„აქედან გამომდინარე, ბრიტანული კანონმდებლობა, რომელიც შემოგვაქვს, მედიაში გარემოს გააჯანსაღებს და ის გახდის მას დამოკიდებულს არა გარე დამკვეთებზე, რომელთაც საკუთარი დღის წესრიგი გააჩნიათ, არამედ მოქალაქის ინფორმირებულობას მოახდენენ. ვისაც გარკვეული შიშები აქვს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მიეჩვივნენ იმას, რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია ნორმად აქციონ, რასაც მედიასთან და სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს