მედია:ამერიკელი კანონმდებლები მდინარაძის განცხადების გამო რუბიოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ

დღეს, ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანმა წევრმა, როჯერ უიკერმა (რესპუბლიკელი, მისისიპი), ჯონ კერტისმა (რესპუბლიკელი, იუტა) და შელდონ უაითჰაუსმა (დემოკრატი, როდ-აილენდი), ასევე წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა) და სტივ კოენმა (დემოკრატი, ტენესი) სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას -ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც არასამართლიანად გახდნენ ქართველი ოფიციალური პირების სამიზნე ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე.

ორპარტიულ წერილში, კანონმდებლები სახელმწიფო მდივან რუბიოს მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მიერ საქართველოში დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნება ცილისწამების ან დევნის ობიექტები. მათ ასევე მოითხოვეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აქტიურად გააპროტესტოს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული საშიში სიცრუე, რომელმაც -ის ყოფილი პერსონალი საფრთხის ქვეშ დააყენა.

„საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, არაერთხელ განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი, თუმცა მათი უწყვეტი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს,“ – წერენ კანონმდებლები.

„1 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა  აშშ-ის მთავრობა რევოლუციის გაღვივებაში დაადანაშაულა აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებისთვის ჩარიცხვების გამო — რაც სინამდვილეში იყო სამსახურის შეწყვეტის (საპენსიო) გადახდები, რომელიც ქართული კანონმდებლობით მოითხოვება აშშ-ის პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ,“ – განაგრძეს კანონმდებლებმა.

„მდინარაძის კომენტარები „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმაც გაიმეორეს. ეს არასწორი დახასიათება აშშ-ის საელჩოს ყოფილ თანამშრომლებს საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს განცხადებები ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია: „ქართულმა ოცნებამ“ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სერიოზული განზრახვა არ გამოავლინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.“

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ეყრდნობა ადგილობრივ თანამშრომლებს, რათა შეასრულონ სამუშაო აშშ-ის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მითითებით,“ – დაასკვნეს კანონმდებლებმა. „თუ ჩვენ არ დავიცავთ პერსონალს უცხო ქვეყნის მთავრობის თავდასხმებისგან, ეს შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, დავიქირაოთ პერსონალი და განვახორციელოთ შეერთებული შტატების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში. ჩვენ მოგიწოდებთ, დაგმოთ ეს თავდასხმები და უზრუნველყოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ენერგიულად დაუპირისპირდეს შეერთებული შტატების სახელით მომუშავე პერსონალის დევნას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს”, – ნათქვამია წერილში.

“ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომ მოითხოვა შეხვედრა შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩთან თამარ ტალიაშვილთან ამ საკითხის განსახილველად. ჩვენ ასევე ვითხოვთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდოს „ქართულ ოცნებას“, ოფიციალურად და საჯაროდ უკან წაიღოს ეს საშიში განცხადებები. მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მოაგვაროს ეს ნარატივი, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის პერსონალს საქართველოში და ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს სხვა უცხოური მთავრობებისთვის. „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, განაგრძობს თუ არა პროდუქტიულ ორმხრივ ურთიერთობას, მაგრამ აშშ-ის საგარეო ინსტიტუციების თანამშრომლები და აშშ-ის ყოფილი პარტნიორები არ უნდა იქნენ გამოყენებული პოლიტიკურ პაიკებად”, – აცხადებენ კანონმდებლები.

წყარო