მედვედევი: 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, კიევში შეიძლება 10 მაისი არ დადგეს

რუსეთის ექს-პრეზიდენტი, ახლა კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ თუ 9 მასის თავდასხმა იქნება, შესაძლოა უკრაინის დედაქალაქ კიევში „10 მაისი არ დადგეს“. ასე გამოეხმაურა მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც შეეხებოდა 9 მაისს მოსკოვში მყოფი სხვა ქვეყნის წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცვას.
„უნდა ესმოდეს, რომ გამარჯვების დღეს პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი დადგება“, – განაცხადა მედვედევმა.
კრემლმა 28 აპრილს გამოაცხადა, რომ „გამარჯვების 80 წლისთავთან“ დაკავშირებით ცეცხლი შეწყდებოდა სამ დღით. უკრაინის პრეზიდენტმა ს ინიციატივას სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თეატრალურ დადგმას უწოდებს და ამის ნაცვლად მოითხოვს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას, შეერთებული შტატების შემოთავაზებული სტრატეგიის შესაბამისად.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნის დროს ს ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტიას ის ვერ გასცემს.
„ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ისინი უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კრემლი საიუბილეო, მეოთხმოცე „9 მაისისთვის“ მოსკოვში ელოდება, ოცამდე ქვეყნის ლიდერების ვიზიტს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, აღლუმს დაესწრებიან ჩინეთის, ბელარუსის, ბრაზილიის, კუბის, ვენესუელის, ბურკინა-ფასოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ს, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, სა და სერბეთის ლიდერები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ნეიტრალური საქართველო“ – ქართველმა ხალხმა პლებისციტზე უნდა უპასუხოს კითხვას: ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!

უკრაინის საგარეო უწყება – საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს ვურჩევთ, თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები