მედვედევი მოუწოდებს რუსებს, სათანადოდ იმოქმედონ მტრული ქვეყნების ტერიტორიებზე

ს წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები გამიზნულია არა მხოლოდ ხელისუფლებისა და ბიზნესის, არამედ მთელი რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ მოსკოვმა შური უნდა იძიოს დასავლეთის ქვეყნებზე „ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“, – დაწერა სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
„ისინი ჩვენი მტრები არიან. ამიტომ უნდა შევუქმნათ შესაძლო სირთულეები ეკონომიკაში, აღვძრათ საზოგადოებრივი უკმაყოფილება დასავლეთის ხელისუფლებების არაკომპეტენტური პოლიტიკის მიმართ, შევიმუშაოთ და წავახალისოთ საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომლებიც შელახავენ დასავლური სამყაროს ინტერესებს. ვაკეთოთ ყოველივე ეს გამუდმებით, სისტემურად და მაქსიმალურად ღიად“, – დაწერა მედვედევმა თავის ტელეგრამარხზე.
დმიტრი მედვედევმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიებზე იმგვარი საქმიანობის წარმოებისკენ, „რომლებზეც საჯაროდ საუბარი არ არის მიღებული“. მან თავისი ნათქვამი შეაჯამა ფრაზით „თუ ომია, ომი იყოს“ და გამოხატა თავდაჯერება, რუსეთის ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით.
· – რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტი 2008-2012 წლებში. რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი 2005-2008 წლებში. რუსეთის პრემიერ-მინისტრი 2012-2020 წლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო