მედვედევი ზურაბიშვილზე: “ჩვეულებრივი მოვლენაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, „მარიონეტად“ მოიხსენიებს და მის დაკავებას ითხოვს.
„საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა უარი თქვა ს შედეგების [აღიარებაზე] და კონსტიტუციის წინააღმდეგ გადატრიალების მოწოდებით წავიდა. ასეთ დროს, ჩვეულებრივი მოვლენაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“, – მედვედევის ამ განცხადებსა, რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
დმიტრი მედვედევის ამ განცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია. კრემლის პრესსპიკერმა ეს განცხადება მალევე უარყო.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. ს ამ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი და ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომლებმაც ამავე მონაცემებით პარლამენტში მანდატები მოიპოვეს, უნდობლობას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქართველ ხალხს არჩევანი წაართვა და შედეგები ხალხის სურვილს არ წარმოაჩენს.
საქართველოს ხელისუფლებას გამოვლენილი დარღვევების შესახებ დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორები, როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…