,, მედავებიან, რომ ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე” – გიგი უგულავა –

გიგი უგულავა სოციალირ ქსელში ს მიმართავს:
,,თბილისის მერია, კახა კალაძე – ახლა ბანკიდან შემატყობინეს რომ ანგარიშზე მადევს ყადაღა. გაირკვა რომ მერიისგანაა, მეტიც ჯარიმა ადმინისტრაციულის 130 მუხლის 4-ე პუნქტია. მედავებიან რომ 24 აგვისტოს ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე. მერიის ცხელი ხაზი იძახის გაასაჩივრეთო. გასაგებია რომ შეცდომაა. არც უბილეთოდ და არც ბილეთიანად მე ვაზისუბანში ავტობუსით არ მიმგზავრია. ახლა მე უნდა ვირბინო ამათ სისულელეზე. მეტი საქმე არ მაქვს. დასანანია რომ ერთ დიდ საბრიყვეთად აქციეთ ჩემი საყვარელი მერია. ან თავად გაარკვიეთ ან ბატონმა კახიმ თავად მიგვითითა სადაა გამოსაქანი არეალი”