მეგრელიშვილი: მივმართავ ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე UNDP – ის პროგრამის ხელმძღვანელებს – იქნებ კეთილი ინებოთ და აგვიხსნათ, რატომ აფინანსებთ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში

მივმართავ საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP – ს პროგრამის ხელმძღვანელებს – იქნებ კეთილი ინებოთ და აგვიხსნათ, რატომ აფინანსებთ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში?, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი 6 მარტს დაგეგმილ წიგნის პრეზენტაციას სახელწოდებით “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”.
მეგრელიშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ მოითმენს მსგავსი სიმახინჯის დაკანონების მცდელობას და ქვეყნის მოსახლეობის 90%-ისთვის არათუ მიუღებელია, არამედ ლოგიკურ გაღიზიანებას იწვევს.
„მივმართავ საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP – ს პროგრამის ხელმძღვანელებს – იქნებ კეთილი ინებო და აგვიხსნათ, რატომ აფინანსებთ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში? რატომ იხარჯება ფული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში, ხოლო შემდგომ რატომ გვამადლით, რომ ჩვენ ქვეყანაში თანხებს ხარჯავთ? რატომ აფინანსებთ ისეთ ღონისძიებებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 90% – ისთვის არათუ მიუღებელია, არამედ ლოგიკურ გაღიზიანებას იწვევს? რატომ გვახვევთ თავს სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესს და რატომ ცდილობთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიოთ ამ იდეოლოგიის პროპაგანდით? ნუთუ გგონიათ, რომ მსგავსი სიმახინჯის დაკანონების მცდელობას მოითმენს ქართველი ხალხი? მწარედ ცდებით. აჯობებს გონს მოეგოთ და გადახედოთ თქვენ პრიორიტეტებს, თუმცა კი, ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია