მეგრელიშვილი: გიორგი მარგველაშვილის ეს წამოცდენა არის საელჩოებისა და ოპოზიციის ლიდერების შეთანხმებული მოქმედების გეგმის ღია მხილება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ერთ-ერთ საელჩოში დაიბარეს და უთხრეს, რომ უნდა მოეხდინათ პროცესის რადიკალიზაცია.
თამთა მეგრელიშვილი წერს, რომ ექს-პრეზიდენტის ეს განცხადება არის საელჩოებისა და ოპოზიციის ლიდერების შეთანხმებული მოქმედების გეგმის მხილება. მისივე შეფასებით, ეს დასტურია, რომ ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების დავალებით მოქმედებენ.
„ფსიქიკური დეტერმინიზმი არის დაშვება იმის თაობაზე, რომ ფსიქიკური და ქცევითი რეაქციები ადრინდელი გამოცდილებით არის ნაკარნახევი. დამტკიცებულია, რომ ისეთი ყოველდღიური მოვლენები, როგორებიცაა, მაგალითად, წამოცდენა ან ხუმრობა, ჭეშმარიტად ფსიქიკური დეტერმინიზმის გამოვლინებაა. ასეთი დეტერმინირებული ქცევა გამოავლინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, როდესაც საჯარო გამოსვლისას, თავისდა უნებურად, წამოცდენით განაცხადა: “ერთ-ერთ საელჩოში დაიბარეს ოპოზიციის ლიდერები და ჩემს განცხადებებზე, რომ უნდა მოვახდინოთ პროცესის რადიკალიზაცია მკვეთრად უთხრეს “… გიორგი მარგველაშვილის ეს წამოცდენა არის საელჩოებისა და ოპოზიციის ლიდერების შეთანხმებული მოქმედების გეგმის ღია მხილება.
ეს არის დადასტურება იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების დავალებით მოქმედებენ და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ბრმად მიჰყვებიან. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ცალ ფეხზე დგომაც წამოცდენა იყო, რომელიც საელჩოს წარმომადგენლებმა ქართველ ხალხს მაშინ კონკრეტულ ძალების პირით შემოუთვალეს და ასე მოქმედება დაავალეს. ბატონო გიორგი, თქვენი პრეზიდენტობისას ქართულ სახელმწიფოს ბევრი ვერაფერი არგეთ და იქნებ ახლა ეს შესაძლებლობა მაინც გამოიყენოთ და თქვენი ეს წამოცდენა სრულყოთ. ყურადღებით მოვისმენთ თქვენს აღიარებით “ჩვენებას” კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებით, თქვენი პრეზიდენტობისას მათგან მიღებულ კონკრეტულ დავალებებზეც და თავად გავაკეთებთ დასკვნას ქართველ ხალხს, რა შეგვასრულებინეს და რა დაგვრჩა შესასრულებელი, რა ფასი გვაქვს მათი ვალის”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში