“მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, სხვა გზა აღარ მქონდა” – რას ჰყვება ლაზარე

განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს მიჩვეული ხარ საქართველოში ეგეთ რაღაცებს – ამბობს ერთწლიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ ხელისუფლების პირველი პირების შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომლებსაც ისინი მისი მისამართით აკეთებდნენ.
გრიგორიადისმა განაცხადა, რომ მისი ბრალდება პოლიტიკური იყო და განხორციელდა ზეწოლაც – “ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა” – ამბობს ლაზარე. მისი თქმით, პოლიტიზირებული სასამართლოდან გამომდინარე, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა 9 წლიანი პატიმრობის მისჯა.
მისი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე გაუჭირდა.
“ასე პირდაპირ თუ გაბედავდნენ არ მეგონა, მაგრამ გაბედეს. ხელისუფლება უკვე ყველაფერზეა წამსვლელი, ისეთ მდგომარეობაშია ჩემი აზრით. თან წინასაარჩევნო პერიოდია და დიდი ალბათობით, მაგის ბრალია ეს ყველაფერი. როდესაც ყველაფერზე მიდიხარ, ჩემი აზრით, სუსტად ხარ უკვე, ყველაფერს რისკავ. ყველანაირი გზით ცდილობენ, შეინარჩუნონ ხელისუფლება და ავტორიტარიზმი გააძლიერონ ქვეყანაში… მე მგონია, რომ დან არის მართული. შანსი არაა ვალდებულებები არ ჰქონდეს. დემოკრატიულ სვლებს თუ არ აკეთებ, მაშინ რას შეიძლება მივაწეროთ, თუ არა რუსეთს მე მგონია, რომ გარდატეხის პირას ვართ – ან ვირჩევთ რუსეთს ან ვირჩევთ ევროპას, შუაში ვერ ვიდგებით” – ამბობს ლაზარე

ასევე დაგაინტერესებთ