“მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი” – კალაძე

შესახებ თბილისის მერმა, მ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში ახალი კანონის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას მისი წაკითხვისკენ მოუწოდა.

მისივე განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მხოლოდ დეკლარაციის შევსებას გულისხმობს.

“ყველა იმ კანონპროექტთან შედარებით, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში, ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია. ერთადერთი მოთხოვნაა წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ფაქტების კონსტატაცია მოხდება, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი მოგონილია. პოლიტიკურ სპეკულაციებში გადაყვანასა და სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ვიღაცა შეიძლება მართლა დააჯერეს, შეცდომაში შეიყვანეს. მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, კანონპროექტის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები მოისმინოს და მასზე იმსჯელოს.

“პრემიერ-მინისტრმა მ მოუწოდა ევროკავშირის ელჩებს, ღია პლატფორმაზე გამართონ დისკუსია, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. ამისთვის ყველა მზად ვართ, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს მის საწინააღმდეგოდ, მოვუსინოთ და ვიმსჯელოთ. ჩვენ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი. ევროპული ღირებულებებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ მათ მაგივრად შეიძლება სხვები იყვნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია